ტარიელ ჭანტურიას მოსაზრებები…
“არაფერია დაკარგულ საფლავზე საბრალო,ბალახგადავლილ და უპატრონო სამარეზე საცოდავი.ქართველი კაცისათვის უჭირისუფლო საფლავი ყველაზე დიდი თანალმობის საგანია”.
* * *
“ადამიანის სიცოცხე საფლავით არ იწყება,საფლავით მთავრდება იგი!..”
* * *
“თუ სკოლაში არ ვასწავლეთ, და კარგადაც არ ვასწავლეთ ჩვენს ბავშვებს,ვთქვათ,დიდი ქართველი პოეტი დავით გურამიშვილი,შესაძლოა,მთელმა მათმა ცხოვრებამ ისე ჩაიაროს,ერთხელაც აღარ შემოხვდეთ გზაზე ნოსტალგიით გულგასენილი ხიზანისა და სიკვდილ-სიცოცხლის მისტიკურ ორთაბრძოლაზე ღრმად ჩაფიქრებული ბრძენკაცის მონოლოგები!”
* * *
“კი,რუსთაველს არ სჭირდება იმპრესარიო და ვექილი,მაგრამ ბაბილონის გოდლის მსხვრევის ხმაზე გათიშულ ქვეყნიერებას რაც შეიძლება მეტი უნდა ჰყავდეს კეთილი მრჩეველი – ვისი პოემა წაიკითხოს,ვისი რომანი,ვისი ლექსი!” (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“საოცრებაა ადამიანის სხეული, და კეთილშობილებაა მისთვის უკვდავების მინიჭების გამო ფიქრი”.
* * *
” მე მარტო სიყვარულის გამოცხადება შემიძლია! ჩემი სახელით! სხვების სახელითაც!”
* * *
“ჭეშმარიტი მოქანდაკის ქვასა და მარმარილოზე იოლად ბლაგვდება სიკვდილის ცელი”.
* * *
“სიცოცხლის არსებობის საფუძველი – ბავშვია!”
* * *
“რა ჰქმნას იავნანამ! როგორ მოახდინოს სასწაული,თუკი არ იმღერეს იგი!”
* * *
“ნამდვილი გმირი იგია,ვინც სიკვდილის მერეც ემსახურება თავის ქვეყანას”.
* * *
“ჯვარს – სიმბოლოს რწმენისას – არ შეუძლია პროტესტი გამოთქვას იმის გამო,რომ ურწმუნო კაცის მკერდზე მოხვედრილა”. (ავტორი გენია.ჯი)