ფრანსისკო ერერა (უფროსი) – “ეპიზოდი”

ერთ-ერთ უდიდეს ესპანელ მხატვარს,სევილური სახვითი ხელოვნების სკოლის თვალსაჩინო წარმომადგენელსა და დიეგო ველასკესის პირველ მასწავლებელს – ფრანსისკო ერერა “უფროსს” (1576-1656 წლები),ესპანურმა მართლმსაჯულებამ ყალბი ფულის დამზადებაში დასდო ბრალი,რის გამოც იგი იძულებული გახდა გარკვეული ხნის მანძილზე გერმენეგილდას იეზუიტთა მონასტერისათვის შეეფარებინა თავი.რამდენად მართებული იყო ესპანური მართლმსაჯულების მიერ წაყენებული ბრალდება ფრანსისკოს მიმართ ჩვენთვის უცნობია,თუმცა ცნობილია ის,რომ 1624 წელს ერერა ესპანეთის მეფემ ფილიპე IV-მ შეიწყალა.შეწყალების შემდეგ (1650 წელს),დიდი ესპანელი მხატვარი მადრიდში გადავიდა საცხოვრებლად,სადაც რელიგიური ჟანრის სურათებისა და გრავიურების შექმნით დაკავდა. (ავტორი გენია.ჯი) ქვეყნის დედაქალაქში გადაბარგებიდან რამდენიმე ხანში,მას ფილიპე IV-მ სამეფო სასახლის ყოველდღიური სცენების მქონე სურათის დახატვა შეუკვეთა.ტილოზე მუშაობისას – ესპანეთის,პორტუგალიისა და ალგარვის მეფე ხშირ შემთხვევებში ერერას გვერდით იდგა და მითითებებს აძლევაა თუ რა და როგორ უნდა გამოესახა სურათზე.ეს კი ფრანსისკოს ერთობ თავისუფლების მოყვარულ ხასიათს დიდ დისკომფორტს უქმნიდა,თუმცა ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე მეფეზე პასუხისაგან თავს იკავებდა.ერთ დღეს,ტილოზე მუშაობის პროცესში,ფილიპეს მითითებებმა იმდენად გააღიზიანა დიდი მხატვარი,რომ ემოციები ვერ მოთოკა და მას შეფარული ირონიით მიმართა: “კაცობრიობამ ძალიან ბევრი დაკარგა იმით,რომ თქვენი უდიდებულესობა მონაწილეობას არ იღებდა ღმერთის მიერ სამყაროს შექმნის პროცესში.სრულიად შესაძლებელი იყო მაცხოვარს თქვენგან შესანიშნავი რჩევები მიეღო”. (ავტორი გენია.ჯი)

ფილიპე IV

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>