“წმინდა მამათა შეგონებანი”
1. “ნუ მიაჯაჭვავ შენს გულს მიწიერ სიკეთეებს,რომელთა ძიებაც დიდ გაწამაწიასთან,მოპოვება – შიშთან,დაკარგვა კი მწუხარებასთან არის დაკავშირებული”. – იოსებ ათონელი (ისიქასტი)
2. “ყველაფრის განმარტება არც შეიძლება და ვერც შეძლებ: ბევრი რამ მხოლოდ უნდა იწამო,ვინაიდან მხოლოდ რწმენაა”. – წმინდა იოანე ოქროპირი
3. “სწორ სარწმუნოებას უკეთური საქმეების შემთხვევაში არანაირი სარგებლობა არ მოაქვს”. – წმინდა ეფრემ ასური
4. “ნეტარია კაცი,რომელიც თავს ყველაზე უარესად თვლის”. – წმინდა ნიკოლოზ სერბი
5. “შური მკვლელობის ტოლფასია: ესაა მიზეზი პირველი კაცისკვლისა,ხოლო შემდეგ ღვთის მკვლელობისა”. – წმინდა გრიგოლ პალამა