ტერენტი გრანელი წერდა…
“გახსოვდეთ,რომ თქვენ სამშობლო გავალებთ თქვენი მშობლიური ენის შესწავლას”. (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“დიახ,არ შეიძლება აღგზნებული ზღვის დამშვიდება,როდესაც სასტიკი ქარტეხილი ზედ დანავარდობს და ქაფად ქცეულ ზვირთებს ზედი-ზედ აგორებს, – ადამიანი მას ვერ დაამშვიდებს,რადგან ის სტიქიონია მძლეთა-მძლეველი,კაცი ვერ შეაჩერებს ბუნების გმინვა-ბობოქრობას”.
* * *
“უცნაურია ადამიანის ბუნება”.
როდესაც ადამიანს გწყურია სიცოცხლე,როცა გსურს,დაეწაფო ამქვეყნიურ ტანჯვით სავსე ცხოვრებას და იქ ამოსწოვო ნეტარება, – აი,ასეთი სიცოცხლის აყვავების და განახლების ხანაში ადამიანს სიკვდილის შავი აჩრდილი ნელი ნაბიჯით გიახლოვდება და ბოლოს კი სამუდამოდ გისპობს ახალგაზრდულ და ჯერ კიდევ გაუფურჩქვნელ სიცოცხლეს.საერთო ბედნიერების მძებნელი ადამიანი უღვთოთ კვდება”. (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ღმერთო! რა ძნელი რამ არის სიკვდილის შინაარსის დახასიათება მთელი თავისი მახინჯი მნიშვნელობით”.
* * *
“შავი წამები მიჰქრიან და მე ისევ ცოცხალი ვარ,ისევ ვოცნებობ და ისევ ვფიქრობ არყოფნაზე”.
* * *
“მე ყოველთვის მარტოობის ქვეშ ვიფერფლები, და ეს მარტოობა საყვარელია და თან საშინელი”.
* * *
“მე მგონი ანგელოზები დაფრინავენ როგორც მიწაზე,ისე იმ შორეულ ქვეყანაში,რომელსაც ეწოდება ზეცა.მე შეიძლება მალე მოვშორდე მიწას და წავიდე ზეცისაკენ,ეს იქნება გარდაცვალება.ხანდახან ხელებს გავიშვერ იმ მიმართულებით,საითკენაც მინდა გაფრენა.რა ვქნა,სად არის ის დიდი ნუგეში,რასაც ადამიანი ყოველთვის ეძებს.მე დავიღალე გრძნობისაგან და ეხლა დროა გადავეშვა მარადისობის გარინდებულ უფსკრულში.მე ხომ არ შემიძლია ჩემი მწუხარე გულის დანახვა და ეს უფრო ამძაფრებს ჩემს ტრაგედიას”.
* * *
“მე ყოველთვის ვგრძნობ შორეულ და მარადიულ სამყაროსთან ახლობელ კავშირს”. (ავტორი გენია.ჯი)