მიხეილ ჯავახიშვილი წერდა…
გენიალური ქართველი მწერალი,დიდი მამულიშვილი და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი - მიხეილ ჯავახიშვილი (1880-1937 წლები),რომელიც ჯერ სასტიკად იქნა ნაწამები ლავრენტი ბერიას თანდასწრებით და შემდგომ კი დახვრეტილი,იმ პერიოდის ქართველი მწერლებისა და ზოგადად,იმავე პერიოდის ქართული მწერლობის შესახებ ერთობ გულდაწყვეტილი წერდა:
“დღევანდელ ქართველ მწერალს რწმენა აკლია და კრიზისის სათავეც სწორედ აქ არის,რასაც ამბობს,არა სჯერა და რაცა სჯერა ვერა სწერს.როცა სატირალი აქვს,იცინის და სადაც ეცინება,სტირის.ამიტომ არის მისი პათოსი ყალბი და მჩატე.მოჰგლიჯეთ პირიდან ბოქლომი და ნახეთ: ისე ატირდება,რომ მისი ცოდვით ქვაც კი დადნება, და ისეთ ლოცვას იტყვის,რომ ღვთისმშობელსაც გააცოცხლებს”. (ავტორი გენია.ჯი)