ლეო ქიაჩელი – “ეპიზოდი”
კატორღამისჯილმა და ციხიდან გაქცეულმა დიდმა ქართველმა მწერალმა – ლეო ქიაჩელმა (1884-1963 წლები),ერთი პერიოდის მანძილზე,თავი შვეიცარიის ქალაქ ჟენევას შეაფარა.ემიგრაციაში მყოფი ქართველი მამულიშვილი იმდენად სასოწარკვეთილი გახლდათ თავისი დუხჭირი მდგომარეობითა და სამშობლოდან მოწყვეტით,რომ მის მიერ წარმოებულ დღიურში შემდეგი სახის ჩანაწერი გააკეთა:
“უკუღმართმა შავად კერილმა ცხოვრებამ განმწირა ყოველს,დამკარგა,გამლახა, და არა მყო! არც თავს,არც სხვას მე არ ვეხმარები! დავწრიალებ უცხო მიწაზე – ობოლი,ოხერი და არ ვიცი რას ვურტყა თავი ჩემი,რომ ბოლოს მაინც დავასვენო სული,ხორცი!” (ავტორი გენია.ჯი)