ნიკო ლორთქიფანიძე თავსდამტყდარი ტრაგედიის შესახებ წერდა…
1920 წელს დიდებულ ქართველ მწერალს - ნიკო ლორთქიფანიძეს,თავს უდიდესი ტრაგედია დაატყდა: გარდაეცვალა პატარა ქალიშვილი ნაილი ლორთქიფანიძე.აღნიშნულმა ტრაგედიამ მწერალი იმდენად შეძრა,რომ თავისი საშინელი ტკივილი გულის სისხლით დაწერილ ერთ ნოველაში შემდეგი სახით გადმოგვცა:
“ბავშვი მომიკვდა: პატარა ქალი.ყოველთვის თვალწინ მყავს,ისე მჭირდება,ვით წამალი,ერთი მისი ალერსი.აი,ახლა რომ იგი ჩამომისობდეს ლოყებზე ხელს და მაკოცებდეს ლეღვივით გამობერილი ტუჩებით,სიმშვიდე დამყარდებოდა მთელ სხეულში, და წავიდოდი სახლში მოსასვენებლად და ხვალაც ვიმუშავებდი ადამიანურად!..
ისე,ისე კარგი იყავი,ჩემო პატარა,რომ სასიცოცხლოდ არ დაბადებულხარ.
მე არ დავდივარ შენ საფლავზე – შენ იქ არ ხარ.
აი,როცა გულუბრყვილოდ ტიტინებს პატარა ბავშვი – მაშინ გტირი,ჩემო! როცა ვიღაც ბავშვი მამას მიუალერსებს,მაშინ მწყვეტ გულს!” (ავტორი გენია.ჯი)