ვიქტორ-მარი ჰიუგო – “ეპიზოდი”

პატარა უმანკო ანგელოზები – ბავშვები,რომ სიყვარულის უქრობი შუქით განათებულ ღიმილს იწვევენ ადამიანებში საყოველთაოდ არის ცნობილი.ამის თვალნათელი მაგალითი გახლავთ გენიალური ფრანგი რომანტიკოსი მწერლის,პოეტისა და დრამატურგის – ვიქტორ-მარი ჰიუგოს (1802-1885 წლები) ერთი პატარა ისტორია,რომელსაც აქვე შემოგთავაზებთ.ვიქტორ ჰიუგოს ფოტოების ერთ სერიას მეტად საინტერესო კომენტარი ახლავს თან.მას შემდეგ,რაც ფრანგმა ფოტორეპორტიორმა ვერაფერი მოუხერხა “პარიზის ღვთისმშობლის ტაძრისა” და “კაცი,რომელიც იცინის” ავტორის კუშტ,კაეშნიანსა და ნაღვლიან სახეს (ფოტოგრაფმა ოცამდე ფოტო გადაუღო ჰიუგოს),მიიღო მეტად ეფექტური გადაწყვეტილება.მან დიდი ფრანგი ლიტერატორის წინ პატარა ბიჭუნა დააყენა.ბავშვის დანახვამ ჰიუგოს ნაღვლიან სახეზე ნანატრი ღიმილი გამოიწვია და შეძრა კიდეც მისი ბაგე.სწორედ ასეთი მეთოდით მოახერხა გონიერმა ფრანგმა ფოტოგრაფმა ვიქტორ-მარი ჰიუგოსათვის გადაეღო ის ერთადერთი ფოტო,სადაც მწერალი გაღიმებული სახით არის წარმოდგენილი. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>