ჟოზე მარია დუშ რეიშ პერეირა – “ჟოზე რეჟიუ”
ჟოზე მარია დუშ რეიშ პერეირა - იგივე ჟოზე რეჟიუ დაიბადა 1901 წლის 17 სექტემბერს,პორტუგალიის ქალაქ ვილა-დუ კონდიში.იგი წარმოადგენდა დიდ პორტუგალიელ მწერალს,პოეტს,პროზაიკოსსა და უდიდეს წარმომადგენელს “პორტუგალიური მოდერნიზმის” მეორე ტალღისა.სწავლობდა კოიმბრის უნივერსიტეტში,რომელიც 1925 წელს,ლიცენციატის ხარისხით დაასრულა (აკადემიური დონე).მის მიერ დაცული დისერტაცია,სადაც პირველად იქნა მთელი თავისი სიდიადით წარმოდგენილი,დიდი პორტუგალიელი პოეტი,პროზაიკოსი და დრამატურგი – ფერნანდუ პესოა და გამოჩენილი პორტუგალიელი მწერალი და პოეტი – მარიუ დე სა-კარნეირუ. (ავტორი გენია.ჯი) აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ მოგვიანებით,კერძოდ 1941 წელს გამოქვეყნებულ და აღიიარებულ იქნა მისი დისერტაცია,სახელწოდებით “მცირე ისტორია თანამედროვე პორტუგალიური პოეზიისა”.1927 წლისათვის ჟოზე ლექციებს ატარებდა პორტუგალიასა და საფრანგეთში,პორტუგალიური მოდერნიზმის შესახებ.მანამდე კი 1925 წელს გამოაქვეყნა ლექსების კრებულუ,სახელწოდებით “ღმერთისა და ეშმაკის ლექსები”.1929 წელს ქვეყნდება მისი მეორე ლექსების კრებული “ბიოგრაფია”.მანვე დააარსა ლიტერატურულმხატვრული ჟურნალი “Presenca”.1928-1967 წლები პორტუგალიაში გაატარა,რა დროსაც მან დაწერა მრავალი ლექსი ესე,მხატვრული პროზა და დრამა.მათ შორის – “ფადუ”,”ძველი სახლი”,”ქალური ისტორიები”,”სამი ესე ხელოვნებაზე”,”იაკობი და ანგელოზი”,”მეფე სებასტიანი” და სხვა ნაწარმოებები.გარდა ლიტერატურული მოღვაწეობისა,იგი დიდი მოყვარული გახლდათ ხელოვნების ნიმუშებისა და საკმაოდ კარგ კოლექციასაც ფლობდა.ჟოზე მარია დუშ რეიშ პერეირა გარდაიცვალა 1969 წლის 22 დეკემბერს,მშობლიურ ქალაქ ვილა დუ კონდიშში,ინფარქტის შედეგად. (ავტორი გენია.ჯი) 1971 წელს კი როგორც დიდ პორტუგალიელ მწერალს,პოეტსა და დრამატურგს,პოლტარეგში გაუხსნეს – “ჟოზე რეჟიზუს სახელობის მუზეუმი”,რომელიც დღემდე ფუნქციონირებს.