კრისტობალ-კოლონი

კრისტობალ-კოლონი – წარმოადგენს კოლუმბიის ჩრდილოეთით მაგდალენას რეგიონში განთავსებულ სიერა-ნევადა-დე-სანტა-მარტას მთიან მასივში მდებარე მწვერვალს.მისი სიმაღლე ზღვის დონიდან 5 776 მეტრია.ამ მაჩვენებლით იგი სამხრეთ ამერიკული ქვეყნის – კოლუმბიის რესპუბლიკის უმაღლესი მწვერვალია.ანდების მთებისაგან იზოლირებული და მუდმივად თოვლის საფარის ქვეშ მოქცეული კრისტობალ-კოლონი აღნიშნულ მთას,იტალიური წარმომავლობის მქონე დიდი ესპანელი მეზღვაურის – ქრისტეფორე კოლუმბის საპატივცემულოდ ეწოდა.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ მას ჰყავს ტყუპისცალი პიკიც,სახელწოდებით – სიმონ ბოლივარი.თუმცა მისი სიმაღლე კრისტობალ-კოლონის პიკთან შედარებით დაბალია.ოფიციალური მონაცემების თანახმად,კოლუმბიის რესპუბლიკის უმაღლესი პიკი პირველად დალაშქრული იქნა 1939 წელს ალპინისტების ა.ბეკერვილისა და ე.პრაოლინის მიერ (სხვა ვერსიით 1936 წელს გერმანელი ალპინისტის ჰანს ლოტშერის მიერ). (ავტორი გენია.ჯი)


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>