ტარავერას ვულკანი

ტარავერას ვულკანი – წარმოადგენს ახალი ზელანდიის შემადგენლობაში შემავალ ჩრდილოეთის კუნძულზე განთავსებულ (ოკეტანიას პლატო) მოქმედ ვულკანს.იგი გუმბათისებრი ფორმის ექსტრუზიული წარმონაქმნია,რომელსაც თავის მხრივ მეცნიერები – ვულკანური გუმბათის სახელწოდებით მოიხსენიებენ.ვულკანის ზემო ნაწილში წარმოდგენილია 130 მეტრის სიღრმის ბზარი.გარდა ამისა,მის კალთებზე განთავსებულია რამდენიმე ტბაც.მათ შორის – ტარავერა,ოკატაინა და როტომაჰანა.საყურადღებოა ის გარემოება,რომ ტარავერას ვულკანის ქვედა ნაწილს “ვარდისფერ და თეთრ ტერასებად” მოიხსენიებდნენ და მისი უნიკალური სილამაზის გამოისობით “მსოფლიოს მერვე საოცრებას” უწოდებდნენ. 1886 წელს დაფიქსირდა ატარავერას ვულკანის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ამოფრქვევა.სწორედ ამ ამოფრქვევის შედეგად იქნა განადგურებული მის ქვედა კალთებზე განთავსებული ულამაზესი ტერასები.მიუხედავად ამისა,გეოლოგთა მცდელობის შედეგად,როტომაჰანას ტბის ფსკერზე 2011 წელს მაინც იქნა აღმოჩენილი ის ორი ტერასა,რომელიც სასწაულებრივად გადაურჩა განადგურებას.ტარავერას ვულკანის უკანასკნელი ამოფრქვევა დაფიქსირებულ იქნა 1981 წელს. (ავტორი გენია.ჯი)



ტარავერას ვულკანის თეთრი ტერასები

ტარავერას ვულკანის ვარდისფერი ტერასები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>