ქუვეითის სახელმწიფოს ეროვნული გერბის შესახებ…
დასავლეთ აზიაში მდებარე არაბული ქვეყნის – ქუვეითის სახელმწიფოს ეროვნული გერბი,როგორც სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი სიმბოლო ოფიციალურად დამტკიცებულ იქნა 1963 წელს.მასზე გამოსახულია მრგვალი ფორმის ფარი,რომლის ცენტრშიც თეთრი ღრუბლების,თეთრ-ლურჯი ტალღებისა და ლურჯი ცის ფონზე წარმოდგენილ იალქნიან გემზე – დაუზე აღმართულია ქვეყნის ეროვნული დროშა.დაუ – სიმბოლიზირდება სპარსეთის ყურის მაცხოვრებლების საზღვაო ტრადიციებთან.სწორედ ეს გახლავთ მიზეზი იმისა,რომ იგი გარდა ქუვეითის ეროვნული გერბისა,გამოსახულია ყატარისა და არაბთა გაერთიანებული ემირატების ეროვნულ გერბებზეც.იალქნიანი გემის ზემოთა ნაწილში ასახულია თეთრი ზონარი,რომელზეც არაბულ ენაზეა გაკეთებული ქვეყნის სახელწოდება.გერბის ქვემოთა ნაწილზე კი ოქროსფერი შავარდენია წარმოდგენილი,რომლის გულმკერდზე ქუვეთის სახელმწიფოს ეროვნული დროშაა გამოსახული.შევარდენი,თავის მხრივ სიმბოლიზირდება წინასწარმეტყველლ მუჰამედის ტომის ხალხთან. (ავტორი გენია.ჯი)