აფრიკული იაკანა
აფრიკული იაკანა – წარმოადგენს მეჭვავისნაირთა რიგის ფრინველს.მათი გავრცელების არეალი აფრიკის კონტინენტზე განთავსებული საჰარის უდაბნოს სამხრეთ ნაწილებია.ძირითადად ეტანებიან მშვიდ წყალსაცავებს.მათთვის დამახასიათებელი ნიშნებია დიდი და გრძელი ნაცრისფერი ფეხები და ბრჭყალები.აფრიკული იაკანას ზედა ტანი წაბლისფერი აქვს.ფრთების დაბოლოებები – შავი,ქვემოთა ნაწილები თეთრი,ხოლო მუცელი ყავისფერი.გააჩნიათ გრძელი და მყარი ცისფერი ნისკარტი.მათი სიმაღლე 30 სანტიმეტრამდეა.მდედრები,როგორც წესი მამრებზე გაცილებით დიდი ზომების მქონენი არიან.აფრიკული იაკანა თავისი გრძელი ფეხების საშუალებით ადვილად გადაადგილდება წყლის ზედაპირზე განთავსებული წყლის მცენარეების ფოთლებზე.ნადირობენ და იკვებებიან მწერებით.ბუდეებს წყლის ზედაპირზევე იგებენ.დებენ ოთხ კვერცხს.საყურადღებოა ის გარემოება,რომ დროის გასვლასთან ერთად აფრიკული იაკანას პოპულაცია მეტად კლებულობს,რაც მათ ხილვას ბუნებაში კიდევ უფრო ართულებს.მიუხედავად ამისა,ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის მონაცემების თანახმად,აღნიშნული სახეობის ფრინველები გადაშენების საფრთხის წინაშე არ იმყოფებიან. (ავტორი გენია.ჯი)