ბრატისლავა – “ეპიზოდი”
ცენტრალურ ევროპაში მდებარე სლოვაკეთის დედაქალაქი – ბრატისლავა (447 000 მოსახლე),ერთადერთი დედაქალაქია მსოფლიოში,რომელიც ორ სახელმწიფოს – უნგრეთსა და ავსტრიას ესაზღვრება.ბრატისლავის კოპჩიანსკაიას ქუჩა ავსტრიის სოფელ კიტზეეს პრესბურგერშტრასეს მოსაზღვრეა. 1936 წელს ბრატისლავადან ვენაში მგზავრობა,მათი სიახლოვის გამო,ტრამვაითაც კი იყო შესაძლებელი.ბრატისლავას,მეორე მოსაზღვრე სახელმწიფოსთან – უნგრეთთან,კიდევ უფრო დიდი ისტორიული მოვლენები აკავშირებს: 1541 – 1784 წლების სხვადასხვა ეტაპებზე იგი უნგრეთის დროებითი დედაქალაქის ფუნქციას ასრულებდა.საყურადღებოა ის გარემოებაც,რომ თანამედროვე სლოვაკეთის დედაქალაქის – ბრატისლავას ტერიტორიაზე პირველი დასახლება ჯერ კიდევ ნეოლითის ანუ ახალი ქვის ხანაში გაჩნდა. (ავტორი გენია.ჯი)