კონსტანტინე ესენინი – “ეპიზოდი”
ერთ დღეს,გამოჩენილი რუსი იმაჟინისტი-პოეტის სერგეი ესენინის ქალიშვილი ტატიანა,აეროპორტში ორი მძიმე ჩანთით თვითმფრინავის ბილეთების რიგში ჩადგა.ჩანთები იმდენად მძიმე იყო,რომ ქალს მათი გადაადგილება ძალიან უჭირდა,რის გამოც იქვე მდგომმა ახალგაზრდა ოფიცერმა მისი დახმარება გადაწყვიტა.მას შემდეგ,რაც ტატიანამ მოლარეს ბილეთების შესაძენად საჭირო თანხა და პირადი პასპორტი გადასცა,ახალგაზრდა ოფიცერმა პასპორტში თვალი მოჰკრა ესენინის გვარს,რის შემდეგაც ტატიანას მიმართა: “ - თქვენ ესენინა ბრძანდებით? თუ შეიძლება მითხარით ქალბატონო,დიდი საფეხბურთო სტატისტიკოსის – კონსტანტინე ესენინის ნათესავი ხართ?” – რაზეც მისგან დადებითი პასუხი მიიღო.ახალგაზრდა ოფიცერმა ცამდე ქებით აიყვანა კონსტანტინე ესენინი,მაშინ,როდესაც ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს მამამისის,ცნობილი პოეტის – სერგეი ესენინის შესახებ.მოგვიანებით,ტატიანა თავის ძმას კონსტანტინეს შეხვდა და მოუყვა კიდეც ზემოაღნიშნული ეპიზოდი.საუბრის დასასრულს კი ტატიანამ ძმას მრავალმნიშვნელოვანი ღიმილით უთხრა: “- აი,ხომ ხედავ ჩემო ძმაო,თვით მამაზე მეტად ცნობილიც კი გახდიო”. (ავტორი გენია.ჯი)