მასაბუმი ჰოსონო – “ეპიზოდი”
მასაბუმი ჰოსონო (1870-1939 წლები) – წარმოადგენდა ტრაგიკულად დაღუპული ბრიტანული ტრანსატლატიკური ხომალდის “ტიტანიკის” ერთადერთ იაპონელ მგზავრს,რომელიც გადაურჩა სიკვდილს.“ტიტანიკზე” ასვლამდე,იგი მთელი 40 წლის მანძილზე მუშაობდა იაპონიის ტრანსპორტის სამინისტროში.რუსეთის იმპერიის სარკინიგზო სამსახურში მუშაობის შემდეგ,სამშობლოში დაბრუნება ევროპისა და ამერიკის გავლით გადაწყვიტა.რამდენიმე ხანი ლონდონში იცხოვრა,შემდგომ კი საუთჰემპტონში. 1912 წლის 10 აპრილს “ტიტანიკის” ბორტზე მეორე კლასის მგზავრის სტატუსით ავიდა.იმავე წლის 14 აპრილის ღამით მასაბუმი “ტიტანიკის” სხვა მგზავრების მსგავსად ხომალდის მომსახურე ეკიპაჟის მიერ იქნა გაღვიძებული. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად იმისა,რომ სამაშველო ნავში ადგილები უმეტესწილად ბავშვებისა და ქალებისთვის იყო განკუთვნილი,მან მაინც მოახერხა ერთ-ერთ უკანასკნელ სამაშველო ნავში ჩაჯდომა და არ გაიზიარა იმ ასეულობით ადამიანის სავალალო ბედი,რომლებიც ამ უდიდეს ტრაგედიას ემსხვერპლნენ.გამთენიისას N 10 სამაშველო ნავის (სხვა ვერსიით N 13) მგზავრები მასაბუმი ჰოსონოსთან ერთად ხომალდ “კარპატიაზე” იქნა აყვანილი და გადარჩენილი.ნიუ-იორკში ჩასვლის შემდეგ “ტიტანიკის” ერთადერთი იაპონელი მგზავრის მიმართ ადგილობრივი პრესის ყურადღება ძალიან დიდი გახლდათ, და რადგანაც იგი სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს,მას “ბედნიერი იაპონელი ბიჭუნაც” კი უწოდეს.მას შემდეგ,რაც ჰოსონო იაპონიაში დაბრუნდა,მის მიმართ თავისი დამოკიდებულება იაპონურმა პრესამ,მედიამ და საზოგადოებამაც გამოხატა.თუკი მას აშშ-ი “ბედნიერი იაპონელი ბიჭუნა უწოდეს”,”ამომავალი მზის ქვეყანაში” იგი უდიდესი კრიტიკის ობიექტად იქცა.მას სამურაების ტრადიციებისა და ქვეყნის ღირსების შემლახველად მოიხსენიებდნენ.გარდა ამისა უწოდებდნენ ლაჩარს.ზოგიერთი იაპონური გაზეთი იმასაც კი იუწყებოდა,რომ მან სამაშველო ნავში ჩაჯდომა და სიცოცხლის შენარჩუნება მხოლოდ მას შემდეგ მოახერხა,რაც ქალის კაბა გადაიცვა.სწორედ ამ მეთოდით იქნა იგი აყვანილი სამაშველო ნავზე,მაშინ,როდესაც უამრავი ბავშვისათვისა და ქალისათვის სამაშველო ნავებზე ადგილები ფიზიკურად აღარ არსებობდა.სამშობლოში შეჩვენებული მასაბუმი ჰოსონო დათხოვნილ იქნა იაპონიის კავშირგაბმულობის სამინისტროდანაც,თუმცა მოგვიანებით,როგორც კვალიფიციური კადრი კვლავაც აღდგენილ იქნა სამსახურში.მიუხედავად ამისა,”ტიტანიკის” ერთადერთი იაპონელი მგზავრი მასაბუმი ჰოსონო ისე გარდაიცვალა 1939 წლის 14 მარტს,რომ საკუთარი ხალხისაგან კრიტიკის გარდა ვერაფერს ეღირსა.მისი ოჯახის წევრების განცხადებით,მასაბუმის გარდაცვალების ერთ-ერთ მიზეზად სწორედ იაპონელი ხალხის მისდამი დამოკიდებულება იქცა.ჰოსონოს გარდაცვალების შემდეგ,მისმა შთამომავლებმა მასაბუმის სახელის რეაბილიტაცია სცადეს,თუმცა უშედეგოდ. (ავტორი გენია.ჯი)
“ტიტანიკი”