“თეთრი დროშა” – (ეპიზოდი)
“თეთრი დროშა” – ისტორიის სხვადასხვა ეტაპებზე სხვადასხვავე დანიშნულების მატარებელი სიმბოლო გახლდათ.თანამედროვე პერიოდში კი იგი “უსიტყვო კაპიტულაციასთან” და “მტერთან დანებებასთან” ასოცირდება.თუმცა ეს ასე არ გახლავთ სამხედრო ხომალდების შემთხვევაში,რადგან ამა თუ იმ ხომალდზე თეთრი დროშის აღმართვა სრულიადაც არ წარმოადგენს იმას,რომ გემის ეკიპაჟი უსიტყვო კაპიტულაციას უცხადებს მოწინააღმდეგეს.საერთაშორისო კონვენციის თანახმად,მას შემდეგ რაც კაპიტნის ბრძანებით ხომალდზე აღიმართება თეთრი დროშა,ეს ნიშნავს იმას,რომ მოწინააღმდეგესთან მას მოლაპარაკებების წარმოება სწადია.აქვე გასათვალისწინებელია ისიც,რომ ასეთ შემთხვევაში მოწინააღმდეგე ვალდებულია მოლაპარაკებებში ჩაერთოს თეთრ დროშა აღმართული ხომალდის ეკიპაჟთან.შესაბამისად,სამხედრო ხომალდის უსიტყვო კაპიტულაციის აღმნიშვნელ სიმბოლოდ მიიჩნევა არა თეთრი ალმის აღმართვა,არამედ ხომალდის ანძებიდან და ბორტიდან ყველა სახის დროშის დაბლა დაშვება მიიჩნევა. (ავტორი გენია.ჯი)