მიხეილ ჯავახიშვილის მიმართვა მოწინააღმდეგე ქართველ მწერლებს…
გენიალურმა ქართველმა მწერალმა და დიდმა ქართველმა მამულიშვილმა - მიხეილ ჯავახიშვილმა,რომელსაც პროლეტარული მწერლობის ქართველი წარმომადგენლები “ხალხის მტრობაში” სდებდნენ ბრალს,ერთ-ერთი გამოსვლისას შემდეგი სიტყვებით მიმართა:
“ჩვენი ადმინისტრაციული დაშინებითა და მუქარით პროლეტარულ მწერლებს წინ ვერ წასწევთ.გაუნათლებელი და უშრომელი მწერალი,კლასიკოსი ვერ გახდება.თქვენ მწერლის ფსიქოლოგიას არავითარ ანგარიშს არ უწევთ.შემოქმედებითი შეჯიბრის გეშინიათ და იმიტომ მებრძვით.კვაჭი დავხატე,მითხარით: ეს შენა ხარო,ჯაყო და თეიმურაზიც შენ თვითონ ხარო,გივი შადური შენი პორტრეტიაო,ახლა ისღა დამრჩენია,ორსული დავხატო და იმაზედაც მეტყვით ესეც შენა ხარო”. (ავტორი გენია.ჯი)