ნოე ჟორდანია “წინაპართა” შესახებ წერდა…
“ადამიანი თავის წინაპართა მემკვიდრეობის ტყვეა.მისი ცხოვრება მნიშვნელოვნადაა განსაზღვრული იმ გენით,რომლის მატარებლადაც გვევლინება.პიროვნება დაბმულია თავისი წარსულით,იმ ერთობ გრძელი საბელით,რაც მას არ ანებებს მიხვევ-მოხვევას,შორეულ გზებზე გადასვლას,რომ საბელს მოსწყდეს და სადმე უცნობ და უცხო ნიადაგზე გადავარდეს.ის ტრიალებს თავის ცენტრის გარშემო და მას ვერ მოწყდება.შეიძლება ის მოწყდეს თავის წინაპართა კულტურას,მათ ენას და ზნე-ჩვეულებას,მათ შორის სამშობლოს და კერას,მაგრამ ვერ მოწყდება მათ ბიოლოგიას,მათ სისხლს და ხორცს,მათ ბუნებას.აი,ეს ძირითადი საფუძველია,რომლის მოშლა ადამიანის ხელთ არ არის”. (ავტორი გენია.ჯი)