ნიკო ლორთქიფანიძე – “ეპიზოდი”
როგორც დიდი ქართველი მწერლის - ნიკო ლორთქიფანიძის ბიოგრაფები ირწმუნებიან,იგი პატივმოყვარეობისაგან ძალიან შორს მდგარა.გაურბოდა რეკლამასა და პომპეზურ საღამოებს.ერიდებოდა საჯარო გამოსვლებსა და საჯაროდ თავის ქების მოსმენასაც.ამ მხრივ საყურადღებოა ნიკო ლორთქიფანიძის მიერ ცხოვრებაში დაწესებული წესი.როგორც ცნობილია,ქართველებს უკიდურესობები გვაქვს დაჩემებული.ან ბოლომდე მოვთხრით და გავთათხავთ კაცს,ან ზღვარგადასულად აღვავლენთ ქება-დიდებას.ნიკო ლორთქიფანიძე კი ამ მხრივაც განსხვავებული პიროვნება გახლდათ.პურობის დაწყების ჟამს,იგი ხშირად აფრთხილებდა თურმე მეგობარ მწერლებს: “ამთავითვე შევთანხმდეთ,შენ ბოდლერი ხარ,შენ – მალარმე,შენ – ვერლენი,მე – მერიმე და ერთმანეთის საქებარი სადღეგრძელოებიც ამით მოვილიოთო”… (ავტორი გენია.ჯი)