სხვადასხვა ხალხების ანდაზები
1. “არ არსებობს ადამიანი მწუხარების გარეშე; და თუკი ასეთი არსებობს,ის ადამიანი არ არის”. – (თურქული ანდაზა)
2. “ყოველი ადამიანი საკუთარი ბედის არქიტექტორია”. – (ამერიკული ანდაზა)
3. “ადამიანი აღზრდის გარეშე იგივეა,რაც სხეული სულის გარეშე”. – (არაბული ანდაზა) – (ავტორი გენია.ჯი)
4. “საკუთარ სახლში ყველა მეფეა”. – (ასურეთული ანდაზა)
5. “ფოთლებს ქარი აბნევს,ადამიანს კი სიტყვები”. – (ბაშკირული ანდაზა)
6. “შრომისაგან დაკოჟრებული ხელები სამარცხვინო არასოდეს არის”. – (ესპანური ანდაზა)
7. “ის ვინც მეგობარს ატყუებს,ატყუებს საკუთარ თავს”. – (მონღოლური ანდაზა)
8. “ცოლ-ქმარი – ერთი სხეული,ერთი საქმე და ერთი სულია”. – (უკრაინული ანდაზა)
9. “მაღალ სკამზე ჯდომა ყოველთვის საშიშია”. – (შვედური ანდაზა)
10. “უმჯობესია ბრძენის მოსამსახურე იყო,ვიდრე სულელის ბატონი”. – (აზერბაიჯანული ანდაზა)