სკვითების უცნაური გზავნილი დარიოს I-ს…
”ისტორიის მამად” წოდებული გენიალური ძველბერძენი ისტორიკოსის – ჰეროდოტე ჰალიკარნასელის (ძვ.წ.აღ-ით 484-425 წლები) გადმოცემის თანახმად,სპარსეთის მეფემ დარიოს I-მა სკვითების ელჩისაგან შემდეგი სახის მეტად უცნაური გზავნილი მიიღო (იმ პერიოდისათვის სკვითებმა წერა არ იცოდნენ): ქათამი,ბაყაყი,თაგვი და რამდენიმე ისარი.
დარიოსმა სკვითთა გზავნილის გაშიფვრა დიდი ხნის მანძილზე ვერ შეძლო.თუმცა მოგვიანებით იგი შემდეგი სახით გაშიფრა: ქათამი აღნიშნავდა – ცხენს,ბაყაყი იმას,რომ წყალში ცხოვრობდა,თაგვი – მიწაზე ცხოვრების სინონიმად განიხილა,ხოლო ისრები კი სკვითების სამხედრო სიმამაცის სიმბოლოდ იქნა მიჩნეული.აღნიშნული გზავნილის გაშიფვრით დარიოსმა დაასკვნა,რომ სკვითები თავიანთ მიწას,წყალსა და არმიას ნებაყოფლობით უთმობდა სპარსეთის ხელმწიფეს.თუმცა,სპარსთა მეფის სავალალოდ,იგი სკვითების გზავნილის გაშიფვრაში მწარედ შეცდა.მიუხედავად იმისა,რომ სკვითებმა წერა არ იცოდნენ,ისინი საკმაოდ კარგად ფლობდნენ ასეთი სახის გზავნილების შინაარს.მათი არმიის სარდლის – გორბიას მიერ შედგენილი და დარიოსისადმი გაგზავნილი უცნაური გზავნილის შინაარსი კი სინამდვილეში ასეთი სახის გახლდათ: “თუკი თქვენ არ გაფრინდებით ზეცაში,როგორც ფრინველი,მაშინ თქვენ მოგიწევთ მიწაში დამალვა,როგორც თაგვებს და ჭაობში,როგორც ბაყაყებს.ჩვენი ისრები კი თქვენ მოგწვდებიან და დაგარწმუნებენ სკვითების არმიის სიძლიერეში”.
P.S. აღნიშნული მოვლენის შემდეგ სპარსეთისა და სკვითების არმიებს შორის სისხლიმღვრელი ბრძოლები წარიმართა.საბოლოო გამარჯვება სკვითებს დარჩათ,ხოლო სპარსები კი სამარცხვინოდ დამარცხდნენ. (ავტორი გენია.ჯი)