სტუდენტები – “ეპიზოდი”
შუა საუკუნეების ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში,სტუდენტების მიმართ გარკვეული მკაცრი წესები მოქმედებდა.მათ არ შეეძლოთ ეტარებინათ დანა,ხმალი და სხვა სახეობის იარაღი.გარდა ამისა ეკრძალებოდათ 21;00 საათის შემდეგ ქუჩაში გამოსვლაც კი… სტუდენტები იმთავითვე საზოგადოების ყველაზე აქტიური ნაწილი იყვნენ.თუკი საზოგადოების ერთი ნაწილი მათ მარგინალებად მოიხსენიებდა,მეორე ნაწილი პროგრესის ერთადერთ მამოძრავებელ ძრავად განიხილავდა.ისტორიის გარკვეულ ეტაპებზე სწორედ სტუდენტები იყვნენ ის ადამიანები,რომლებმაც მრავალჯერ ააფორიაქეს საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესები და გამოიწვიეს სხვადასხვა სახის კონფლიქტებიც კი.სწორედ ამ მოტივით მოქმედებდა მათ მიმართ შუასაუკუნეების რიგ ევროპულ ქვეყნებში რიგი სახის აკრძალვები. (ავტორი გენია.ჯი)