“დამაკვირდი”

1. “ადამიანი კუნძული როდია მარტოდ გარიყული,იგი მიწისა და ცის ნაწილია.ზღვამ რომ ერთი ბელტი წალეკოს,ქვეყანას ისიც დააკლდება; იგი შენც დაგაკლდება.ამიტომ ნურასოდეს იკითხავ,ვის უხმობს ზარი?! იგი გიხმობს შენ” – ერნესტ მილერ ჰემინგუეი (ავტორი გენია.ჯი)

2. “ალბათ სიკვდილს ყველა ერთნაირად განვიცდით,ქართველებიც,გერმანელებიც,მხოლოდ სხვადასხვანაირად გამოვხატავთ… როცა კვდება,ჩვენთვის ზარია,იმათთვის რაღაც აუცილებელი… არ ვიცი,შეიძლება ის მეტი გრძნობაა,ვიდრე ეს დეკორატიული ჩვენი დარდივით.თუმცა ვინ იცის,არც მე ვიცი”. – გურამ რჩეულიშვილი

3. “მთავრობა ხალხის ყურის მგდებელი უნდა იყოს და არა – დამკანონებელი.შენ უნდა დააკანონო ის,რაც შენს ხალხს უნდა,რასაც შენი ხალხი ფიქრობს,ისაა კანონი”. – ოტია იოსელიანი

4. “გამორჩეულს ძნელად იღებენ,არაფერს პატიობენ და გაცილებით მეტს თხოვენ ადამიანები”. – მაკა ლდოკონენი

5. “ეშმაკს მხოლოდ ჯოჯოხეთში შეუძლია ჩასვლა,ანგელოზი მხოლოდ სამოთხეშია,ადამიანი კი იქ,სადაც მოისურვებს!”

6. “მე დავდივარ ეკლესიაში… მაგრამ ვხედავ წინააღმდეგობას ღმერთსა და მის შექმნილ სამყაროს შორის.ამიტომ სხვაზე მეტად თავისუფალი უნდა ვიყო,რათა ავღწერო ის,რასაც ვხედავ”. – ჯონ აპდაიკი

7. “ვაი იმას,ვისაც ერთი დღის სიამოვნება მაინც ვერ შეუწირავს კაცური მოვალეობისათვის”. – ჟან-ჟაკ რუსო

8. “კარგად ლაპარაკს ის ასწავლის,ვინც კარგად კეთებას ასწავლის”. – ლუციუს ანეუს სენეკა (ავტორი გენია.ჯი)

9. “ჭირისუფალს მხოლოდ ცრემლი შვენის”. – აკაკი წერეთელი

10. “ყოველი გონივრული საბუთი წყენას აყენებს მოკამათეს”. – სტენდალი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>