ალექსანდრე ხახანაშვილი წერდა…
“ყველაზე კეთილშობილი და ყველაზე კანონიერი მისწრაფება ადამიანისა არის მისწრაფება ბედნიერებისაკენ.მაგრამ ბედნიერების პოვნა არც ისე ადვილია.მთავარი და არსებითი ელემენტი ბედნიერებისა მდგომარეობს იმაში,რომ იპოვო საქმე,შენი სულის შესაფერისი… რაც უფრო მეტი ინტერესი აქვს ადამიანს,ცხოვრებაც უფრო კარგი,მიმზიდველი და მრავალფეროვანი ჩანს… და თუ დადგება ძნელბედობის ჟამი,მწუხარება,მისგან დაფარვის საშუალებას გვაძლევს მხოლოდ საინტერესო,საყვარელი საქმე”. (ავტორი გენია.ჯი)
P.S. ცნობისათვის,ალექსანდრე ხახანაშვილი (1864-1912 წლები) წარმოადგენდა გამოჩენილ ქართველ ფილოლოგს,პროფესორს,ისტორიკოსსა და საზოგადო მოღვაწეს.სწორედ მის სახელთან ასოცირდება 1911 წელს მოსკოვში “ქართული მეცნიერების,ხელოვნებისა და ლიტერატურის შემსწავლელი საზოგადოების” ჩამოყალიბება.