“შიში” – უძველესი მოქმედი საშუალო სკოლა
“შიში” (ჩინური ენიდან თარგმანით აღნიშნავს – “ქვის სახლს”) – წარმოადგენს არა მარტო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მოქმედ უძველეს საშუალო სკოლას,არამედ მსოფლიო მასშტაბითაც კი იგი ყველაზე ძველ მოქმედ სკოლად არის მიჩნეული.სიჩუანის პროვინციის ქალაქ ჩენდუში არსებულმა მსოფლიოში პირველმა საშუალო სკოლამ ფუნქციონირება ჯერ კიდევ ჩვ.წ.აღ-მდე 142 წელს დაიწყო.მასში სწავლის უფლება ენიჭებოდათ არა მარტო მდიდარი და გავლენიანი ჩინელი მოქალაქეების შვილებს,არამედ ღარიბი და დაბალის სოციალური სტატუსის მქონე ჩინელი მოქალაქეების ბავშვებსაც.”შიშს” ანუ “ქვის სახლს”,ასეთი სახელწოდება იმიტომ ეწოდა,რომ იგი ქვისაგან გახლდათ აგებული.აღნიშნულ სკოლაში ჩინური ენისა და დამწერლობის გარდა ისწავლებოდა სხვა მეცნიერული დისციპლინებიც.საყურადღებოა ის გარემოება,რომ მიუხედავად უამრავი ქარტეხილებისა,”შიშის” საშუალო საგანმანათლებლო სკოლას ფუნქციონირება არასოდეს შეუწყვეტია.სახელი კი მხოლოდ ერთხელ,ისიც 1950-იან წლებში სოციალისტური გავლენით შეუცვალეს და ქალაქ ჩენდუს საშუალო სკოლა უწოდეს. 1980-იან წლებში კი მას კვლავ ძველი სახელწოდება – “ქვის სახლი” დაუბრუნეს.დღესდღეობთ,”შიში” ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში არსებული ასი საუკეთესო სკოლის ნუსხაში ირიცხება და იქ სწავლა თითოეული მოსავლისათვის ერთობ პრესტიჟულიც გახლავთ.როგორც ჩინელები ამბობენ,”შიშში” ბავშვის ჩარიცხვა,თვით უნივერსიტეტში ჩარიცხვის ტოლფასიც კიაო.ფაქტიურად,მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი საშუალო სკოლა – “ქვის სახლი”,დაარსების დღიდან დღემდე ანუ 2 157 წელიწადია მუდმივად ფუნქციონირებს. (ავტორი გენია.ჯი)