შარლ ჯულიუს გიტო – “ეპიზოდი”
1881 წლის 2 ივლისს რევოლვერი “ბულდოგიდან” გასროლით,ილინოისის შტატის ქალაქ ფრიპორტში დაბადებულმა ამერიკელმა მწერალმა და ადვოკატმა – შარლ ჯულიუს გიტომ (1841-1882 წლები) სასიკვდილოდ დაჭრა ამერიკის შეერთებული შტატების რიგით მე-20 პრეზიდენტი – ჯეიმზ აბრამ გარფილდი,რომელიც მიღებული ჭრილობის შედეგად იმავე წლის 19 სექტემბერს გარდაიცვალა.პრეზიდენტის მკვლელი უმალვე იქნა დაკავებული და მას სასამართლომ სიკვდილით დასჯა გამოუტანა განაჩენად,რაც აღსრულებულ იქნა 1882 წლის 30 ივნისს (ჩამოახრჩვეს).მანამდე კი ერთ-ერთი მორიგი დაკითხვისას,გამომძიებელმა გიტოს დაუსვა შეკითხვა,თუ რატომ აარჩია მან პრეზიდენტის მკვლელობის იარაღად საკმაოდ ძვირადღირებული სპილოს ძვლის სახელურიანი “ბულდოგის” რევოლვერი და არა ვთქვათ ხის სახელურიანი რომელიმე სხვა სახეობის აიფფასიანი იარაღი,რაზეც ბრალდებულმა მიუგო,რომ იგი ღრმად იყო დარწმუნებული იმაში,რომ წლების გასვლის შემდეგ აღნიშნული რევოლვერი აუცილებლად მუზეუმში დაიდებდა ბინას.მუზეუმში დადებული სპილოს ძვლის სახელურიანი იარაღი კი ბევრად უფრო კარგი სანახავი იქნებოდა დამთვალიერებლისათვის,ვიდრე ხის სახელურიანი უბრალო რევოლვერი. (ავტორი გენია.ჯი)
ჯეიმზ აბრამ გარფილდის მკვლელობის სპილოსძვლის სახელურიანი რევოლვერი – “ბულდოგი”