იოსებ სტალინი – “ეპიზოდი”
საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ერთ-ერთ სხდომაზე,რომელსაც იოსებ სტალინიც ესწრებოდა,განიხილენოდა ქვანახშირის მრეწველობის მინისტრის კანდიდატურები.რიგმა ჩინოსნებმა გენსეკს აღნიშნულ ვაკანტურ პოსტზე ალექსანდრე ზასიადკოს კანდიდატურა შესთავაზეს,თუმცა ამ დროს ცენტრალური კომიტეტის ერთმა წევრმა ზასიადკოს შესახებ განაცხადა:
- ძალიან კარგი კანდიდატურაა,თუმცა უნდა იცოდეთ,რომ ის სპირტიანი სასმელების დიდი მოყვარულია.
- მოიწვიეთ ჩემთან, – ბრძანა სტალინმა.
როდესაც ზასიადკო სტალინს ეწვია,მათ შორის გამართული დიალოგის დროს ბელადმა ალექსანდრეს ალკოჰოლური სასმელის დალევა შესთავაზა.
- დიდი სიამოვნებით, – განაცხადა მან.ჭიქა არყით შეივსო: თქვენი ჯანმრთელობისა იყოს,ამხანაგო სტალინ! – წარმოთქვა ზასიადკომ სადღეგრძელო,დალია და კვლავაც განაგრძო იოსებთან დიალოგი.სტალინმა ჭიქით ცოტა მოსვა და დიდი გულისყურით დააკვირდა მას.მოულოდნელად,მან ალექსანდრეს კიდევ ერთი ჭიქის დალევა შესთავაზა,რომელზეც არც ამჯერად უთქვამს უარი ზასიადკოს.ხოლო როდესაც მესამე ჭიქის დალევაც შესთავაზა,მან კატეგორიული უარი შემდეგი სიტყვებით თქვა: “ზასიადკომ იცის თავისი ზღვარიო”.
რამდენიმე დღეში პოლიტბიუროს სხდომა ისევ გაიმართა,ქვანახშირის მრეწველობის მინისტრის პოსტზე კვლავაც ალექსანდრე ზასიადკოს კანდიდატურა იქნა დასახელებული,თუმცა პოლიტბიუროს ისევ იმავე წევრმა კოლეგებს კვლავაც შეახსენა ის,რომ მინისტრობის კანდიდატი სპირტიანი სასმელების დიდი მოყვარული გახლდათ.სტალინი,რომელიც თავის განუყრელ ყალიონს ეწეოდა და ოთახში ბოლთას სცემდა,შეჩერდა და დამსწრეების გასაგონად განაცხადა:
- “ზასიადკოს გააჩნია თავისი ზღვარი! – რაც იმის მაუწყებელი იყო,რომ გენსეკმა ალექსანდრე ქვანახშირის მინისტრის პოსტზე დაამტკიცა. (ავტორი გენია.ჯი)
ალექსანდრე ზასიადკო