დაცემინება – “ეპიზოდი”
საინტერესოა ის გარემოება,რომ VI საუკუნის ევროპის ქრისტიანულ ქვეყნებში,როდესაც ესა თუ ის ადამიანი დააცემინებდა,მის სიახლოვეს მყოფი ადამიანები დამცემინებელს დიდი სიხარულით ულოცავდნენ ამას.აღნიშნული მოვლენა გამოწვეული გახლდათ იმით,რომ იმ პერიოდში დამკვიდრებული აზრის თანახმად,დაცემინების მომენტში ადამიანი საკუთარი ორგანიზმიდან სდევნიდა დემონებსა და ავ სულებს.იმავე პერიოდში,ევროპაში გავრცელებული უსაშინელესი ეპიდემიის – “იუსტინიანეს შავი ჭირის” მძვინვარებისას,რომელსაც 100 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და რომელიც თითქმის ორი საუკუნის მანძილზე (541-750 წლები) გრძელდებოდა,რომის პაპმა გამოსცა სპეციალური კანონი,რომლის მიხედვითაც ქრისტიან მღვდელმსახურებს დაევალათ წარმოეთქვათ შემდეგი სახის სიტყვები: “ღმერთმა დალოცოს ის,ვინც დააცემინა”,რადგან თავად ქრისტიანულ ეკლესიაშიც დარწმუნებული იყვნენ იმაში,რომ ადამიანი დაცემინებით საკუთარი სხეულიდან სდევნიდა ეშმაკს. (ავტორი გენია.ჯი)