რას მიიჩნევდა პლატონი სიყვარულის საფუძვლად?!
ერთ-ერთი ბერძნული მითის მიხედვით,როდესაც ადამიანი შექმნა ღმერთმა,იგი ანდროგენული არსება იყო.ოთხი ხელით,ოთხი ფეხით,ორი სქესით.თავისთავში იგი აერთიანებდა როგორც დედაკაცს,ისე მამაკაცს.ამ მითს კლასიკური ხანის გენიალური ძველბერძენი ფილოსოფოსი,სოკრატეს მოსწავლე და არისტოტელეს მასწავლებელი – პლატონი (ძვ.წ.აღ-ით დაახლოებით 427-347 წლები) თავის ფილოსოფიურ თხზულებაში “ნადიმი” იყენებდა სიყვარულის განსამარტავად.ანდროგენი ადამიანი იმდენად ძლიერი იყო,რომ თვით ღმერთს დაუწყო ბრძოლა,რის გამოც განრისხებულმა ღმერთმა მის დასასუსტებლად იგი ორად გაჰკვეთა.ცალკე დარჩა დედაკაცი და ცალკე მამაკაცი.პლატონის ცნობით,სწორედ ამის შემდეგ დაეძებს მარადიულად ერთმანეთს ეს ორი განკვეთილი ნახევრები,რათა კვლავ შეერწყან ერთ სულ და ერთ ხორცად.კვლავ აღიდგინონ დარღვეული მთლიანობა და ჰარმონია.სწორედ ეს ძიებაა საფუძველი სიყვარულისაო, – დასძენდა პლატონი. (ავტორი გენია.ჯი)