იცით თუ არა,რომ
1. გამოჩენილი ქართველი პოეტი ვალერიან გაფრინდაშვილი – აკაკი წერეთელს ხან შუადღის ღრუბელს ადარებდა,ხანაც – ბაგრატის ტაძრის ნანგრევებს. (ავტორი გენია.ჯი)
2. გრძნობით ლაპარაკს,როდესაც სიტყვების იქით ნამდვილი გრძნობა არ ჩანს – “ეგზალტაცია” ეწოდება.
3. მართლაც რომ შესანიშნავი ღვინოა – “უსახელოური”,თუმცა მან მსოფლიოში მაინც ვერ გაითქვა სახელი.ამის მიზეზი კი გახლავთ მეტად უბრალო რამ: იგი “მგზავრობას” ვერ იტანს,რადგან ამ დროს “უსახელოური” თითქმის ყველა თავის ღირსებას ჰკარგავს.
4. დიდმა ჩეხმა გერმანულენოვანმა მწერალმა და ნოველისტმა ფრანც კაფკამ – ფელიცია ბაუერს ერთ დღეს უთხრა: “მე არა მაქვს ლიტერატურული ინტერესები,მე,უბრალოდ,ლიტერატურისაგან შევდგებიო”.
5. “ჩონგური საქართველოა,
სიმები ჩვენ ვართ ყველაო,
სხვადასხვა კუთხის მცხოვრებნი,
ოდელა დელა დელაო”.
აღნიშნული ლექსის შესახებ აღფრთოვანებული გალაკტიონ ტაბიძე წერდა: “ამ სტრიქონების ავტორი (აკაკი წერეთელი) ნამდვილი სერვანტესი იყო ხუმრობაში,ნამდვილი ბაირონი მწუხარებაში,ნამდვილი ჰაინე ეროტიზმში და შეუდარებელი მოქალაქე მამულის სიყვარულშიო”,- (ავტორი გენია.ჯი)
6. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, XII საუკუნეში ჩრდილოეთ ევროპაში მდებარე დანიის სამეფოს შეიარაღებული ძალები სულ რაღაც – 7 ჯარისკაცისაგან შედგებოდა.
7. ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ (1861-1865 წლები),მისისიპის შტატის ბიუჯეტის თითქმის მეხუთედი ნაწილი დაჭრილ-დასახიჩრებული ჯარისკაცებისათვის საჭირო პროთეზების დამზადებას დასჭირდა.
8. პირველი მსოფლიო ომის მიმდინარეობისას (1914-1918 წლებში),გერმანული წყალქვეშა ნავების მიერ ჩაძირულ ან დაზიანებულ იქნა მოკავშირეების 7 646 ხომალდი.
9. პირველი ბურთულიანი კალამი მასობრივად გაყიდვაში ჩაეშვა 1945 წელს და თითოეული ასეთი კალმის ფასი 12 ამერიკულ დოლარს შეადგენდა.
10. დღეისათვის მსოფლიოში ლუდის სულ 20 000-მდე სახეობას აწარმოებენ.