რობერტ ჯეიმზ ლი “ბობ” ჰოუკი – “ეპიზოდი”
ავსტრალიის კავშირის ექს-პრემიერ მინისტრი და ავსტრალიის ლეიბორისტული პარტიის ლიდერი – რობერტ ჯეიმზ ლი “ბობ” ჰოუკი,ლუდის განსაკუთრებული მოყვარული გახლავთ.საინტერესოა ის გარემოება,რომ მან ოქსფორდის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში (1953 წელი) მონაწილეობა მიიღო ლუდის ყველაზე სწრაფად მსმელების კონკურსში,რა დროსაც 1,4 ლიტრი ლუდი სულ რაღაც 11 წამში დალია.აღნიშნული შედეგიდან გამომდინარე,ავსტრალიის მომავალი პრემიერ-მინისტრი კონკურსის გამარჯვებული გახდა და აღნიშნულივე შედეგიდანვე გამომდინარე იგი,როგორც ლუდის ყველაზე სწრაფად მსმელი რეკორდსმენი, 1954 წელს შეყვანილ იქნა “გინესის რეკორდების წიგნში”. (ავტორი გენია.ჯი)