ჯუზეპე ფორტუნინო ფრანჩესკო ვერდის მოსაზრებები…
1. “რა სევდის მომგვრელია მოისმინო ჩვენი მმართველების მყვირალა სიტყვები და ხედავდე,რომ არაფერი კეთდება”.
2. “ყველაფერი,როგორც ყოველთვის,ცუდად იწყება”.
3. “განზრახული მაქვს,ნამდვილი ბატონი ვიყო საკუთარ მამულში”. (ავტორი გენია.ჯი)
4. “გადასახადები სულაც არ არის საჭირო მარილზე და საფქვავზე.ეს გლეხების ცხოვრებას უფრო აუტანელსა და მძიმეს გახდის.თუ გლეხებს მუშაობა აღარ შეეძლებათ,მიწათმფლობელები კი მეტისმეტად გაზრდილი გადასახადების გამო ვერ აიძულებენ მუშაობას,ყველანი შიმშილით ამოვწყდებით.საოცარი ამბავია! იტალია უამრავ წვრილ-წვრილ სახელმწიფოდ რომ იყო დაყოფილი,ფინანსები არ გვიჭირდა.ახლა,როცა გავერთიანდით,ყველანი გავღატაკდით.სად წავიდა წინანდელი სიმდიდრე?”
5. ”… ამ ცხოვრებაში ვერაფერი ამიხსნია,ასე მგონია,ამაოა მსჯელობა მწუხარებაზე,ტანჯვაზე და მოწყენილობაზე”.
6. “იბადება ადამიანი და უმეტესწილად სიცოცხლეს ამაოდ ფლანგავს,მერე კი… ამინ”.
7. “მიანიჭეთ ხელოვნებას სრული თავისუფლება და ეცადეთ,არ გაამახვილოთ ყურადღება შთაგონებული ნაწარმოებების ნაკლოვანებებზე”.
8. “გენიალურ ადამიანს არაფრის მთქმელი და პედანტური კრიტიკით თუ შეაძრწუნებთ,ვერასოდეს მიეცემა შთაგონებას და ბუნებრიობასა და ენთუზიაზმს დაუკარგავთ”. (ავტორი გენია.ჯი)
9. “ფრანგებს ისეთი წარმოდგენა აქვთ თავიანთ თავზე და ისე იქცევიან,თითქოს მსოფლიოში ყველაზე საუკეთესონი იყვნენ”.
10. “ჩვენ ბაზრის კომედიანტები ვართ და იძულებული ვართ,ფულზე გავყიდოთ ჩვენი შრომა,ფიქრები და გრძნობები”.