უილიამ შექსპირი – “სონეტი XXXV”

ნურას ინაღვლებ,თუ შენს წარსულს აუგი გასდევს,

მზის შემყურეს ხომ ზოგჯერ შავი ლაქაც დახვდება,

ვარდიც ხომ ეკლებს ვერ იშორებს,ვერც წყარო – ხავსებს,

კოკორს კი გულში ზოგჯერ მატლი ჩაუსახლდება.

* * *

ან ეგებ ვცდები და შემყრია მლიქვნელთა სენი,

ეგებ შენს აუგს პატიება ფუჭად რგებია,

ეგებ სხვებივით მეც მეხოტბე შევიქენ შენი

და დიდი ცოდვა მცირე ნაკლად მომჩვენებია?!

* * *

შენს დასაცავად მე ვექილის ხელობას ვსწავლობ,

მაგრამ გიყურებ ბრლმდებელის მდუმარე წყრომით

და ჩემს ცხოვრებას ხან ვაწამებ და ზოგჯერ ვწყალობ

სიყვარულის და სიძულვილის სასტიკი ომით.

* * *

შენ ჩემი ძარცვით დაიმკვიდრე ქვეყნად სახელი

და მეც გამხადე ჩემივ ძარცვის თანამზრახველი.

კომენტარის დატოვება