სერ უოლტერ რეილი – “ეპიზოდი”
მას შემდეგ,რაც ინგლისისა და ირლანდიის დედოფლის ელისაბედ I-ის უმთავრეს ფავორიტ მამაკაცს,პოეტს,მწერალსა და თავისი ავანტურისტული თვისბებით სახელგანთქმულ – სერ უოლტერ რეილის 1618 წლის 29 ოქტომბერს ჯეიმზ I სტიუარტის (მარიამ სტიუარტის ვაჟი) ბრძანებით ვესტმინტერის ძველ სასახლეში თავი მოჰკვეთეს,მისმა ულამაზესმა და უსაყვალრლესმა მეუღლემ – ელისაბედ “ბეს” ტროკმორტონმა (1565-1647 წლები) იმ პერიოდში დადგენილი წესის თანახმად მეუღლის მოკვეთილი თავი შინ წაიღო,დააბალზამა და თავისი სიცოცხლის დარჩენილი 29 წლის მანძილზე ხავერდის ტომარაში გახვეული მუდმივად თან ატარა.რეილის თავმოკვეთილი ცხედარი,დადგენილივე წესის მიხედვით დაკრძალულ იქნა იმ ადგილას,სადაც კრძალავდნენ სახელმწიფო ღალატში ბრალდებულ სიკვდილით დასჯილ ადამიანებს.შესაბამისად,მის საფლავზე არ აღმართულა არც საფლავის ქვა და არც ის ეპიტაფია,რომელიც თავად რეილიმ დაწერა საკუთარი საფლავის ქვისათვის.სერ უოლტერ რეილის ერთგული ქვრივი მეუღლე – ელისაბედ “ბეს” ტროკმორტონი გარდაიცვალა 1647 წელს.მან გაცილებით დიდხანს იცოცხლა,ვიდრე მისი ოჯახის მტრებმა და თავის ვაჟს უოლტერს საკმაოდ დიდი ქონებაც დაუტოვა. (ავტორი გენია.ჯი)
ელისაბედ “ბეს” ტროკმორტონი
სერ უოლტერ რეილი და მისი ვაჟი უოლტერი