“ფრანკისტებისათვის” განკუთვნილი სპეციალური საპატიმრო საკნები

ესპანეთის სამოქალაქო ომის მიმდინარეობისას (1936-1939 წლები),ქვეყნის მეორე რესპუბლიკის პრეზიდენტის მანუელ ასანიას მომხრეებმა ტყვედ აყვანილი “ფრანკისტების” წინააღმდეგ,საოცარი საწამებელი მეთოდი შეიმუშავეს.საინტერესოა ის გარემოება,რომ აღნიშნული საწამებელი მეთოდი მათ გენიალური ესპანელი სიურრეალისტი მხატვრის – სალვადორ დალისა და რუსი აბსტრაქციონისტი მხატვრის – ვასილი კანდისკის შემოქმედებამ შთააგონა.კერძოდ,ისინი “ფრანკისტებს” ისეთ საკნებში (ზემოთ განთავსებული ფოტო) ათავსებდნენ,სადაც ნარი (ციხის საწოლი) 20 გრადუსით დახრილი გახლდათ,რაც ფაქტიურად შეუძლებელს ხდიდა მასზე დაწოლას. (ავტორი გენია.ჯი) გარდა ამისა,ბეტონის იატაკზე ქაოტურად იყო ჩადუღაბებული მრავალი აგური,რაც პატიმარს საშუალებას არ აძლევდა საკანში ბოლთა ეცა.კედლებზე დაკიდებული იყო სიურრეალისტური და აბსტრაქციონისტული ჟანრების მქონე სურათები,რომლებიც ერთობ გამაღიზიანებლად მოქმედებდა ტყვედ აყვანილ “ფრანკისტებზე”.ერთ-ერთ საწამებელ მეთოდათ,ასევე გამოიყენებოდა ესპანელი კინორეჟისორის ლუის ბენიუელისა და სალვადორ დალის განთქმული სიურრეალისტური ფილმი – “ანდალუსიური ძაღლი”,რომელსაც ციხის ზედამხედველები პატიმარ ფრანკისტებს ყოველდღე აყურებინებდნენ. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>