მარკ ტვენი – “ეპიზოდი”
ერთ-ერთი მაღალი საზოგადოების წვეულებაზე მიწვეული იქნა გენიალური ამერიკელი მწერალი და საზოგადო მოღვაწე - მარკ ტვენი (1835-1910 წლები).მან მიწვევა დიდსულოვნად მიიღო და როდესაც წვეულებაზე მივიდა,იქ ისეთი ქალბატონი დახვდა,რომლის მიმართაც დიდი კეთილგანწყობით არ გამოირჩეოდა.ანალოგიური დამოკიდებულება ჰქონდა ქალს მის მიმართაც.მიუხედავად ამისა,მათ შორის დიალოგი მაინც შედგა.იმისათვის,რომ მათ შორის წარმოქმნილი უხერხულობა მოეხსნა,მწერალმა გადაწყვიტა ქალისათვის ქათინაური მიეძღვნა:
- დღეს თქვენ შესანიშნავად გამოიყურებით!
თუმცა ქალმა მარკს უკმეხად უპასუხა:
- ანალოგიურს თქვენზე ნამდვილად ვერ ვიტყოდი.
მარკი ქალის პასუხს არ დაუბნევია და უმალვე მახვილგონივრულად მიუგო:
- თუმცა თქვენც შეგიძლიათ გააკეთოთ ისე,როგორც მე! იცრუოთ! (ავტორი გენია.ჯი)