ტომას ჯეფრი ჰენქსი – “ეპიზოდი”
დიდი ამერიკელი მსახიობი და პროდიუსერი - ტომას ჯეფრი ჰენქსი,ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე გაჩერდა.სანამ ავტომობილის ავზში ბენზინს ჩაასხამდნენ,მას იმ ორ უცნობ პირთან მოუწია გასაუბრება,რომლებიც მისი უკანასკნელი ფილმის პრემიერას დაესწრნენ.ჰენქსი დაინტერესდა თუ რამდენად მოეწონათ მათ ახალი ფილმი.უცნობებმა ტომას არ მოერიდნენ და ფილმი ძალიან გააკრიტიკეს.ამასთან,იქვე დასძინეს,რომ სულ ტყუილად დახარჯეს ესოდენ უგემოვნო ფილმის ყურებისათვის თითო ბილეთში 25 ამერიკული დოლარი.მოულოდნელად,ტომ ჰენქსმა ჯიბიდან საფულე ამოიღო,ბოდიში მოუხადა თანამოსაუბრეებს და ბილეთებში გადახდილი 50 $ უკანვე დაუბრუნა. (ავტორი გენია.ჯი)