ივანე კრილოვის აუხსნელი მანია
ადამიანებს რომ ყველას თავისებური მანიები გააჩნიათ ახალი არავისთვის არის.ასევე იყო ცნობილი რუსი მეიგავის,პუბლიცისტისა და პოეტის - ივანე კრილოვის (1769-1844 წლები) შემთხვევაშიც,თუმცა აქვე უნდა შევნიშნო,რომ მისი მანია საღად მოაზროვნე ადამიანების მანიებისაგან და მისწრაფებებისაგან ერთობ განსხვავებული და აუხსნელი გახლდათ.კერძოდ,ივანე კრილოვს ძალიან იზიდავდა და შეიძლება ითქვას აღმერთებდა კიდეც ხანძრის ყურებას.სანკტ-პეტერბურგში ცხოვრების პერიოდში იგი მაქსიმალურად ცდილობდა,რომ ქალაქში გაჩენილ ყველა ხანძარზე ედევნებინა თვალი. და თუკი ასეთ სანახაობას წააწყდებოდა,მას მანამ არ მოსწყვეტდა აზარტულ მზერას,სანამ ხანძარს ბოლომდე არ ჩააქრობდნენ.ასეთი აუხსნელი მანია კი,თვით ამ უცნაური თვისებებით სახელგანთქმული კრილოვისგანაც კი დიდი გაკვირვების მომასწავებელია . (ავტორი გენია.ჯი)