პრინცი ჩარლზი – “ეპიზოდი”
მისი სამეფო უდიდებულესობის დედოფლის ელისაბედ II უინძორისა და ედინბურგის ჰერცოგის ფილიპე მაუნტბატენის ვაჟმა - პრინცმა ჩარლზმა,საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ კემბრიჯის სახელგანთქმულ უნივერსიტეტში ჩააბარა.საინტერესოა ის გარემოება,რომ ამ უდიდესი საგანმანათლებლო ცენტრის ადმინისტრაციამ გაერთიანებული სამეფოს პრინცს ნება დართო ახალგაზრდა პირადი მცველი არა მარტო უნივერსიტეტში შეეშვა,არამედ უფლება მისცა იგი ლექციებსაც კი დასწრებოდა. (ავტორი გენია.ჯი) უმაღლესი განათლების დაუფლებისადმი მისწრაფებული ჩარლზის მცველი ლექციების მიმდინარეობისას ხშირად ერთვებოდა დისკუსიებსა და დისპუტებში და არანაკლებ ინტელექტუალურ შესაძლებლობებს ავლენდა,ვიდრე აუდიტორიაში მყოფი სხვა სტუდენტები.აღნიშნული ფაქტი შეუმჩნეველი არ დარჩენია უნივერსიტეტის ადმინისტრაციას და მას უფლება დართო დადგენილი წესის მიხედვით პრინც ჩარლზთან ერთად ჩაებარებინა გამოცდები და აეღო დიპლომი.კიდევ უფრო საყურადღებოა ის,რომ მან 1970 წელს ჩატარებულ გამოცდებზე მისი დაცვის ქვეშ მყოფ ობიექტზე მეტი ქულები დააგროვა და დიპლომიც სრულიად დამსახურებულად აიღო.პრინც ჩარლზს მოგვიანებით “ხელოვნების ბაკალავრის” ხარისხთან ერთად – “ხელოვნების მაგისტრის” ხარისხიც მიანიჭეს.მისი ერუდირებული პირადი მცველის შემდგომი ბედის შესახებ კი ცნობილი არაფერია. (ავტორი გენია.ჯი)