რემბრანდტ ჰარმენს ვან რეინი – “ეპიზოდი”
გენიალური ნიდერლანდელი მხატვარი,ფერწერისა და გრავიურის დიდებული ოსტატი,ბაროკოს ეპოქის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი – რემბრანდტ ჰარმენს ვან რეინი (1606-1669 წლები),თავისი შემოქმედებით საკმაოდ კარგ გასამრჯელოს ეუფლებოდა.თუმცა მისმა კოლექციონერობისადმი თავგადაკლულმა და ფანატიკურმა სიყვარულმა,დიდი ნიდერლანდელი ხელოვანი სრულ გაბანკროტებამდე მიიყვანა.რემბრანდტი თავისი ცხოვრების განმავლობაში არ ზოგავდა არანაირ თანხებს იმისათვის,რომ თავისი ისედაც უმდიდრესი კოლექცია კიდევ უფრო გაემდიდრებინა.იგი სისტემატურად იძენდა ისეთ ნივთებს,როგორებიც არის – ხალიჩები,სხვადასხვა მხატვრების ტილოები,მარგალიტები,იარაღები,შუასაუკუნეების რაინდების საჭურვლები,უნიკალური ჩინური ფაიფურისაგან დამზადებული სერვიზები და საუკეთესო ხარისხის ვენეციური მინები.სწორედ ამ შესანიშნავი კოლექციის შესაქმნელად დახარჯულმა უზარმაზარმა თანხებმა გააბანკროტა რემბრანდტ ჰარმენს ვან რეინი,მაგრამ საყურადღებოა ის,რომ მას ამის შესახებ არასოდეს გამოუთქვამს საყვედური. (ავტორი გენია.ჯი)