ჰანს კრისტიან ანდერსენი – “ეპიზოდი”
დიდი დანიელი პროზაიკოსი,მეზრაპრე და პოეტი - ჰანს კრისტიან ანდერსენი (1805-1875 წლები),ასაკში შესვლის პერიოდში მუდმივად უჩიოდა თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობას.მისი მორალური და ფიზიკური მდგომარეობა განსაკუთრებით მაშინ უარესდებოდა,როდესაც მის მიმართ კრიტიკას გამოთქვამდნენ,ან კიდევ,როდესაც დიდ ლიტერატორად არ აღიარებდნენ.ანდერსენი აღნიშნული საკითხის შესახებ თავის დღიურში აღნიშნავდა: “ჩემი სული და სხეული ბედნიერია მხოლოდ მაშინ,როდესაც ყველა ჩემით არის მოხიბლული.საკმარისია თუნდაც ერთი კრიტიკა და ერთი დამაეჭვებელი ხმა,რომ სულიერად და ფიზიკურად სრულიად გავნადგურდე!” (ავტორი გენია.ჯი)