ჯუზეპე გასპარო მეცონატი – “ეპიზოდი”
ჯუზეპე გასპარო მეცონატი (1774-1849 წლები) – წარმოადგენდა იტალიელ კარდინალსა და მსოფლიო საკაცობრიო ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს პოლიგლოტს.მიუხედავად იმისა,რომ მას იტალია არასოდეს დაუტოვებია,იგი მაინც ბრწინვალედ ფლობდა 39 უცხო ენას (მათ შორის ისეთ ურთულეს ენებს,როგორებიც არის – ჩინური,არაბული,იაპონური და სხვა), 50 დიალექტს,მეტ-ნაკლებად საუბრობდა 11 ენაზე და გებულობდა 20 ენაზე საუბარს.გასაოცარია ის ფაქტი,რომ ჯუზეპეს ნებისმიერი უცხო ენის სალაპარაკო დონეზე შესწავლა მხოლოდ ერთ დღეში შეეძლო. (ავტორი გენია.ჯი) ჯერ კიდევ სულ რაღაც 23 წლის ასაკში მყოფი მეცონატი ბოლონიის უნივერსიტეტში არაბული ენის პროფესორი გახდა.იმის დასადასტურებლად,რომ ჯუზეპეს ერთ დღეში ძალუძდა ნებისმიერი უცხო ენის შესწავლა,ეს ფაქტიც კარგად მოწმობს: ჰუზეპე გასპარო მეცონატი გამოძახებლ იქნა საპყრობილეში მყოფი ორი უცხოელი სიკვდილმისჯილი ბრალდებულის აღსარების ჩასაბარებლად.მან უცხოელი პატიმრების ენა არ იცოდა.მიუხედავად იმისა,რომ დრო ძალიან მცირე იყო,მან მაინც მოახერხა და სულ რაღაც ერთ ღამეში შეძლო სიკვდილმისჯილი უცხოელების ენის დაუფლება,შესაბამისად მათგან აღსარებაც ჩაიბარა.
P.S. ცნობისათვის,მეცონატი შესანიშნავად ფლობდა შემდეგ ენებს – ძველრომაულს,ივრითს,არამეულს,კოპტურს,სპარსულს,ალბანურს,თურქულს,ძველბერძნულს და ასე შემდეგ.ხოლო მეტ-ნაკლებად ფლობდა – გუჯარატულ,ბასკურს,სირიულ,ჰინდი-ურდულ,ამჰარულ და სხვა ენებს. (ავტორი გენია.ჯი)