უილიამ კონგრივი – “ეპიზოდი”
1729 წლის 19 იანვარს კარეტის დაჯახების შედეგად ადგილზევე გარდაიცვალა “ინგლისელ მოლიერად” წოდებული კლასიციზმის ეპოქის ერთ-ერთი უდიდესი დრამატურგი – უილიამ კონგრივი.სიცოცხლის უკანასკნელ ეტაპზე მან სასიყვარულო რომანი გააბა მარლბოროს მეორე ჰერცოგინიასთან – გენრიეტა გოდოლფინთან (1681-1733 წლები),რომელსაც უანდერძა კიდეც მთელი თავისი ავლა-დიდება.მალევე წყვილს ლიდსის მომავალი ჰერცოგინია,ქალიშვილი მერი შეეძინათ.ექსცენტრიული ხასიათით ცნობილ გენრიეტას უილიამი იმდენად ძლიერად უყვარდა,რომ მისმა სიკვდილმა იგი ჭკუიდან გადაიყვანა.მან საკუთარ ქვეშევრდომებს უბრძანა,რომ კონგრივისათვის სიკვდილის შემდგომ აღებული ნიღაბი მისთვის გადაეცათ. (ავტორი გენია.ჯი) როდესაც იგი მას გადასცეს,გენრიეტამ სპეციალურად დაამზადებინა ისეთივე ფიზიკური მონაცემების მქონე თოჯინა (მანეკენი),როგორიც მისი აწ გარდაცვლილი მეუღლე იყო და ნიღაბი სახეზე გაუკეთა.მიუხედავად იმისა,რომ გენრიეტასთან სტუმრად მისული ახლობლები ძალიან წუხდებოდნენ ასეთი უცნაური მანეკენის მათ სიახლოვეს ყოფნით,ისინი გენრიეტას ხათრს მაინც ვერ უტეხავდნენ და იძულებული ხდებოდნენ გარდაცვლილი დრამატურგის ნიღბის მქონე მანეკენს,როგორც ცოცხალს ისე მოპყრობოდნენ.ისინი მას უამრავ კომპლიმენტსაც უძღვნიდნენ.ყოველ დილით გენრიეტა მანეკენს მეუღლის ტანსაცმლით მოსავდა,ხოლო ღამით კი ისევ ხდიდა და თავისთან საწოლში იწვენდა.გარდა ამისა,მწუხარებისაგან ჭკუაზე გადასული ქალი მასთან ხანგრძლივ მონოლოგებსაც აწარმოებდა.რამდენჯერმე მან ექიმიც კი გამოიძახა,თითქოს მისი წარმოსახვითი მეუღლე ავად იყო.გენრიეტამ მთელი თავისი დარჩენილი სიცოცხლე აღნიშნულ მანეკენთან ერთად გაატარა და სიკვდილის წინ ანდერძად დაიბარა,რომ მასთან ერთად ისიც დაეკრძალათ,რაც აღსრულებულ იქნა კიდეც. (ავტორი გენია.ჯი)
მარლბოროს მეორე ჰერცოგინია – გენრიეტა გოდოლფინი