პეტრე I დიდი – “ეპიზოდი”

რუსეთის იმპერატორის – პეტრე I დიდის (1672-1725 წლები) რიგით პირველმა მეუღლემ – ევდოკია ლოპუნინამ,ისედაც მისდამი უარყოფითად განწყობილ ქმარს,სტეფანე გლებოვთან უღალატა (ეს ფაქტი მოგვიანებით თავად ევდოკიამაც აღიარა).აღნიშნული ფაქტი პეტრესათვის მალევე გახდა ცნობილი,რის შემდეგაც განრისხებულმა იმპერატორმა გლებოვის დააკავების ბრძანება გასცა.მას სასამართლომ ბრალი დასდო იმპერატორის წინააღმდეგ შეთქმულებაში და სასიკვდილო განაჩენიც გამოუტანა. 1718 წლის 15 მარტს მოსკოვში მდებარე წითელ მოედანზე პეტრე I დიდის პირველი მეუღლის ევდოკია ლუპონინას საყვარელი უსასტიკესი მეთოდებით აწამეს.შემდგომ კი,იგი სარზე დასვეს და საშინელი თოთხმეტ საათიანი საშინელი ტანჯვის შემდეგ (16 მარტს) გარდაიცვალა. (ავტორი გენია.ჯი) გლებოვის ცხედარს ჯალათებმა თავი მოჰკვეთეს და იგი პეტრეს მიართვეს.მას დაუსჯელად არ დაუტოვებია არც თავისი მოღალატე ცოლი.ევდოკია მონასტერში გამოკეტა,რის შემდეგაც მას გაუგზავნა დიდ სპირტიან ქილაში ჩადებული მოკვეთილი საყვარლის თავი და უბრძანა,რომ თავის საძინებელში იგი მუდმივად თან ჰქონოდა.აღნიშნულ დავალებას კი თვალს პეტრეს მიერ მივლენილი სპეციალური დამკვირებლები ადევნებდნენ.ევდოკიას ისღა დარჩენოდა ყოფილი მეუღლის ბრძანებას დამორჩილებოდა და საყვარლის მოკვეთილი თავი საკუთარ საძინებელში პეტრე I დიდის გარდაცვალებამდე ანუ მთელი ექვსი წლის მანძილზე ჰქონოდა.რუსეთის იმპერიის ერთ-ერთმა ყველაზე მოდერნისტმა იმპერატორმა კი ევდოკიასთან განქორწინების შემდგომ – ეკატერინე I-ზე იქორწინა. (ავტორი გენია.ჯი)

ევდოკია ლუპონინა “ერობაში”

მონაზვნად აღკვეცილი ევდოკია

ნაწამები და სარზე დასმული ევდოკიას საყვარლის – სტეფანე გლებოვის გამოსახულება

ეკატერინე I (პეტრეს რიგით მეორე მეუღლე)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>