გალილეო გალილეი – “ეპიზოდი”
იტალიის ქალაქ პადუაში ყოფნის პერიოდში,გენიალურმა იტალიელმა ფიზიკოსმა,მექანიკოსმა,ასტრონომმა და მათემატიკოსმა – გალილეო გალილეიმ (1564-1642 წლები) ვენეციელ ქალიშვილზე – მარინა გამბაზე (1570-1612 წლები) იქორწინა.რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს,ფაქტია,რომ ქორწინების პირველი ღამე დიდმა მეცნიერმა თავის უსაყვარლეს წიგნებთან ერთად გაატარა.იგი იმდენად ღრმად ჩაეფლო წიგნების კითხვაში,რომ ვერც კი შენიშნა თუ როგორ წამოათენდა თავზე. და როდესაც საძინებლის კარი შეაღო,მოულოდნელად ელდა ეცა,მის საწოლში ქალი იწვა.მან უმალვე თავისთან იხმო მოსამსახურე და ჰკითხა,თუ ვინ იყო ის ქალი.გაოცებულმა მოსამსახურემ გალილეოს მიუგო,რომ ქალი,რომელიც მის საძინებელში იმყოფებოდა,მისივე ახლადშეუღლებული ცოლი იყო.ფაქტიურად,გალილეო იმდენად გაიტაცა წიგნების კითხვამ,რომ ისიც კი დაავიწყდა,წინა დღით რომ იქორწინა. (ავტორი გენია.)
P.S. ცნობისათვის,გალილეოს მარინასთან თანაცხოვრებაში ერთი ვაჟი – ვინჩენცო და ორი ქალიშვილი – ვირჯინია და ლივია შეეძინა.მოგვიანებით,მარინა გამბამ ქმარ-შვილი მიატოვა და სხვა მამაკაცთან გადავიდა საცხოვრებლად.გალილეოს ორივე გოგონამ კი სიცოცხლე მონასტერში დაასრულა. (ავტორი გენია.ჯი)
მარინა გამბა (გალილეო გალილეის მეუღლე)