გუსტავ ფლობერი – “ეპიზოდი”
XIX საუკუნის ევროპის ერთ-ერთი უდიდესი ფრანგი პროზაიკოსი-რეალისტი,მწერალი და სახელგანთქმული რომანის “მადამ ბოვარის” ავტორი – გუსტავ ფლობერი (1821-1880 წლები),იმდენად ხარბად შეექცეოდა ხოლმე საჭმელს,რომ მისი უახლოესი მეგობრები რესტორნებში ვიზიტებისას,იმისათვის,რომ გარეშე თვალს არ ეხილა “ქალთა სულის მცოდნის” გაუმაძღარი და მსუნაგი მიდრეკილება საკვებისადმი,სპეციალურად განცალკევებულ კაბინეტებს იღბედნენ.საინტერესოა ის გარემოებაც,რომ სანამ ფლობერი ჭამას დაიწყებდა,იგი აუცილებლად შეიხსნიდა საყელოს,გაიძრობდა პიჯაკს და იხდიდა ფეხზეც კი. (ავტორი გენია.ჯი)