გენიალური “ქიმიკოსები” ამბობდნენ…
“ჭეშმარიტმა მეცნიერებამ არ იცის არც სიმპათია და არც ანტიპათია: მისი ერთდაერთი მიზანი ჭეშმარიტების დადგენაა”. – უილიამ რობერტ გროვე “გროუვი” (“გალვანური ელემენტის” ინგლისელი გამომგონებელი)
“მეცნიერება – კაცობრიობის კეთილისმყოფელია,მისი საშუალებით ადრე თუ გვიან დაეცემა ყოველგვარი მისტიკური რწმენისა და ცრურწმენებისადმი მოთხოვნები”. - პიერ ეჟენ მარსელენ ბერტლო (კინეტიკური რეაქციის კვლევების ფრანგი პიონერი)
“შეუძლებელია უკან მოიხედოთ და არ განცვიფრდეთ იმით,თუ რაოდენ უზარმაზარი ნაბიჯი გადადგა წინ ორგანულმა ქიმიამ მისი არსებობის მანძილზე.შეუდარებლად დიდი,თუმცა ჩვენ კიდევ უფრო წინ წასვლის მოლოდინი გვაქვს”. - ალექსანდრე ბუტლეროვი (“ცოცხალი ორგანიზმების ქიმიური აგებულების თეორიის” რუსი ავტორი)
“სკოლა – გახლავთ ის სახელოსნო,სადაც ყალიბდება მოზარდი თაობების აზრები.ამიტომ,მათ მყარად უნდა ჩავკიდოთ ხელი,თუკი არ გვსურს,რომ ხელიდან გავუშვათ მომავალი თაობა”. – ალექსანდრე მენდელეევი (ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემის პირველი ვერსიის რუსი ავტორი)
“მეცნიერებას სამშობლო არ გააჩნია”. – ლუი პასტერი (მიკრობიოლოგიის,როგორც დამოუკიდებელი მეცნიერების საფუძვლის ჩამყრელი ფრანგი ქიმიკოსი) – (ავტორი გენია.ჯი)
“თუკი მეცნიერს არ შეუძლია თავისი ლაბორატორიის დამლაგებელს აუხსნას თავისი მუშაობის არსი,მაშინ ვერც თავად ვერ გებულობს რას აკეთებს”. – სერ ერნესტ რეზერფორდი (“ბირთვული ფიზიკის მამად” წოდებული ახალზელანდიური წარმომავლობის მქონე ინგლისელი ქიმიკოსი და ფიზიკოსი)
“მეცნიერება იმარჯვებს მაშინ,როდესაც მისი ფრთები დახუნძლულია ფანტაზიით”. – მაიკლ ფარადეი (დიდი ინგლისელი ქიმიკოსი და ფიზიკოსი – ნატურფილოსოფოსი)
“ქიმიკოსები – არიან ის მეცნიერები,რომელთაც ნამდვილად ესმით სამყაროსი”. - ლაინუს კარლ პოლინგი (დიდი ამერიკელი ქიმიკოსი და კრისტალოგრაფი)
“გონება და ფანტაზია ერთნაირად მნიშვნელოვანია ჩვენი ცოდნისათვის და ისინი აბსოლუტურად თანაბარუფლებიანებია მეცნიერებაში”. – იუსტუს ფონ ლიბიხი (ორგანული ქიმიის განვითარებაში უდიდესი წვლილის დამდები გერმანელი ქიმიკოსი) – (ავტორი გენია.ჯი)
“ერთ გამოცდილებას უფრო მაღლა ვაყენებ,ვიდრე ათას აზრს,რომელიც წარმოსახვისგანაა შობილი”. – მიხეილ ლომონოსოვი (მსოფლიო მნიშვნელობის პირველი რუსი მეცნიერ-ბუნებისმეტყველი და ფიზიკური ქიმიის ერთ-ერთი ფუძემდებელი)