ჩინგიზ-ყაენი – “ეპიზოდი”
ისტორიკოსის – სირაჯ ალ-დინ ჯუზჯანის ჩანაწერებში ვკითხულობთ ერთ მცირე ისტორიას,სადაც მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი მონღოლი მხედართმთავრის – ჩინგიზ-ყაენისა და მის კარზე მომსახურე იმამის მეტად საინტერესო დიალოგია ასახული.კერძოდ: იმამმა თურმე ერთ დღეს გაუბედავად შეჰკადრა ყაენს:
- იმდენი ხალხი გაწყვიტეთ,შეიძლება ამბის მომგონებელიც კი აღარ დარჩესო.
აღნიშნულმა სიტყვამ,ჩინგიზი ძალიან გაანაწყენა და გაბრაზებულმა იმამს შემდეგი სახის პასუხი გასცა:
- ჩემთვის ცხადია,რომ არაფერი გესმის და სიბრძნე შენი ამას ვერ სწვდება.ქვეყანაზე ხომ ბევრი მეფეა; დედამიწაზე კიდევ არაერთი ხალხი და სამეფო დარჩა; ჩემს ამბავს კი ისინი მოუთხრობენ შთამომავლობას და ჩემი ძლევამოსილი სახელიც ისტორიას სამარადჟამოდ დარჩებაო”. (ავტორი გენია.ჯი)