როგორ დაისაჯა მონღოლთა არმიის მიერ ქალაქი ნიშაბური?!
ერთ-ერთი ყველაზე საზარელი სასაკლაო მონღოლთა ურდოებმა გენიალური სპარსი პოეტის,მათემატიკოსა და ფილოსოფოსის – ომარ ხაიამის ირანში მდებარე მშობლიურ ქალაქში,ნიშაბურში (შესაძლოა ასევე მოვიხსენიოთ,როგორც – ნიშაპური) მოაწყვეს.დამპყრობლის წინააღმდეგ ამხედრებულმა ნიშაბურელებმა ჩინგიზის არმიას დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს.მათ გალავნის კედლებიდან ისრების კორიანტელი დააყარეს მტერს.მათგან ნასროლი ერთ-ერთი ისარი ჩინგიზ-ყაენის სიძეს – თოკუჩარს მოხვდა და იგი ადგილზევე მოკლა.ყაენმა,იმისათვის,რომ სხვა ქალაქებისათვის ჭკუა ესწავლებინა,თავის დაქვრივებულ ფეხმძიმე ქალიშვილს ნება დართო,თავად გამოეტანა განაჩენი აჯანყებული ქალაქისათვის.გადმოცემის თანახმად,ყაენის ასულმა ქალაქ ნიშაბურის განურჩევლად ყველა მოქალაქის სიკვდილით დასჯა ბრძანა. 1221 წლის აპრილის თვეში მონღოლმა ჯარისკაცებმა ყაენის ასულის ბრძანება “ღირსეულად” აღასრულეს.ერთი (თუმცა ნაკლებად სარწმუნო) ვერსიის თანახმად,ფეხმძიმე მონღოლმა ქალმა მებრძოლებს უბრძანა,მოქალაქეთა თავებისაგან სამი პირამიდა აეგოთ – ცალკე კაცების,ცალკე ქალების და ცალკე ბავშვების.ყოველივე ამის შემდგომ კი,მან ბრძანება გასცა,ნიშაბურში მობინადრე ძაღლები,კატები და სხვა ცხოველებიც დაეხოცათ,რაც აღსრულებულ იქნა კიდეც.ამ მეთოდით იძია ჩინგიზ-ყაენის ასულმა შური იმ ქალაქზე,რომლის გალავნებთანაც სიცოცხლე დაასრულა მისმა უსაყვარლესმა მეუღლემ – თოკუჩარმა. (ავტორი გენია.ჯი)